logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციაში რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა მათთვის კვლავ აქტუალური რჩება
- +

13 იანვარი. 2021. 13:33

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში კვლავ მიხეილ სააკაშვილის თემაა აქტუალური და რევოლუციური სცენარით მოქმედება მიმდინარეობს.

 

როგორც ვოლსკიმ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.

 

„თუ ოპოზიციურ პარტიებს თანხმობა ან რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება არ ექნებათ, ეს არის ლუსტრაცია. ეს არის იმის მანიშნებელი მთელი საზოგადოებისთვის, მათ შორის მათი მხარდამჭერებისთვის, რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად, ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა კვლავ რჩება აქტუალური მათთვის. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მხარეა მართალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც  ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner