logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდი იქნება კიდევ უფრო ძლიერი და მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე
- +

13 იანვარი. 2021. 15:36

 

 

„ქართულმა საზოგადოებამ განსაკუთრებით პანდემიის ფონზე ნათლად დაინახა ის მყარი ერთობა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ გუნდში. რაც მთავარია, ეს ერთობა ეფუძნება ურთიერთნდობის გარდა სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს, შესაბამისად ჩვენ კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებდა, იყო ჯანსაღი პოლემიკისა და საუბრების შედეგი.

 

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა ნებისმიერ საკითხზე მნიშვნელოვანი კამათიც და აზრთა გაცვლაც. ესაა ბუნებრივი დემოკრატიული პროცესებისათვის და ჩვენ მომავალშიც ამ პრინციპებს დავიცავთ. ჩვენ აზრს პირველ რიგში მოსახლეობას ვეკითხებით, რადგან ისაა მთავარი დამკვეთიც და მთავარი ანგარიშვალდებულებაც ჩვენი მოქალაქეების მიმართ გვაქვს, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენ გვაქვს მყარი ერთობა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ჩვენს ოპონენტებს. ეს ერთობა „ქართული ოცნების“ გუნდის იქნება კიდევ უფრო ძლიერი და მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner