logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიტსაბჭო იყოს ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება
- +

13 იანვარი. 2021. 22:22

 

„კოლექტიური ლიდერშიფი მომწონს. ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თვითონ არ იქნება რაღაც საკითხების მიმთვისებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერია ირაკლი კობახიძე, აჩიკო თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშველებელი რესურსი აქვს. პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, „ღმერთმა ნუ ქნას სიტუაციას დასჭირდეს ისე, რომ ივანიშვილმა ნაბიჯი გუნდის გასაერთიანებლად გადადგას, მაგრამ არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო“.

 

ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ „ივანიშვილმა სათავე ისეთი გუნდის შექმნას დაუდო, რომელიც თავს გაართმევს“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner