logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ბურთი ოპოზიციის მხარესაა და მათი გადასაწყვეტია, შევლენ კონსტრუქციულ რეჟიმში თუ საერთოდ გაიქრობენ პოლიტიკური ველიდან თავს
- +

13 იანვარი. 2021. 23:19

 

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების დაწყების პირველი დღიდან მოყოლებული, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შემოვიდეს. ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო შეთავაზებაა გაკეთებული და ველოდებით ოპოზიციას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების დაწყების პირველი დღიდან მოყოლებული, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შემოვიდეს. ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო შეთავაზებაა გაკეთებული და ველოდებით ოპოზიციას. დღეს ბურთი ოპოზიციის მხარესაა, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია შევლენ კონსტრუქციულ რეჟიმში და დაიწყებენ მუშაობას პარლამენტში მათ შორის იმ მსხვილ საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება და ხალხის ნდობას არჩევნების მიმართ არსებითად გაზრდის, თუ დარჩებიან არაკონსტრუქციულ რეჟიმში და დარჩებიან პარლამენტს მიღმა და დიდი ალბათობით საერთოდ გაიქრობენ პოლიტიკური ველიდან თავს“, - აცხადებს დავითულიანი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner