logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

14 იანვარი. 2021. 19:14

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან აურელიუ ჩოკოისთან“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების გზები და პერსპექტივები საერთო ინტერესის სფეროებში. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საერთო ძალისხმევით სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაზე. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და 2021 წელს დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივაში, აქტიურ მონაწილეობას და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პრიორიტეტულობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.

 

მინისტრებმა ისაუბრეს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ასევე ისაუბრეს ამბიციური მიზნების შემუშავებაზე და გამოთქვეს ერთობლივი პოზიციებისა და წინადადებების შემუშავების მზაობა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637505-davit-zalkalianma-ukrainel-da-moldovel-kolegebtan-onlain-samushao-shexvedra-gamarta

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner