logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისშია, ვინაიდან გვინდა, გელათსა და ბაგრატთან დაკავშირებით ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას
- +

15 იანვარი. 2021. 02:44

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ხვალ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის რეგიონულ ფილიალში ჩატარდება.

 

დღის წესრიგშია გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა.

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გელათსა და ბაგრატთან დაკავშირებით ადგილზე სურთ სიტუაციის გაცნობა.

 

„ჩვენმა კომიტეტმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში უკვე გვქონდა შეხვედრა მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან. დავგეგმეთ რამდენიმე გასვლითი სხდომა, კომიტეტის სამუშაო შეხვედრები. პირველი გასვლითი სხდომა არის ქუთაისში, ვინაიდან გვინდა, მათ შორის გელათსა და ბაგრატთან დაკავშირებით ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას. ვნახოთ, რა მდგომარეობაა იქ, რა არის მიზეზები, რა გეგმები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კომიტეტზე ამ ყველაფერს მოვისმენთ. ვფიქრობ, რომ დღესდღეისობით ჩვენი კომიტეტისთვის ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და გვინდა, რომ დეტალურად შევისწავლოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181611/shalva-papuashvili-pirveli-gasvliti-skhdoma-qutaisshia-vinaidan-gvinda-gelatsa-da-bagrattan-dakavshirebit-adgilze-gavetsnot-situatsias

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner