logo_geo
eng_logo
ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაიმართება
- +

15 იანვარი. 2021. 17:32

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. შეხვედრა 22 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

პრესრელიზის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება NATO-საქართველოს კომისიის სხდომას.

 

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად NATO-ს სათაო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

 

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი NATO-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner