logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ სოფელ ბუკნარში
- +

15 იანვარი. 2021. 22:08

 

„ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ ამ დღეებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„ჩვენ ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და გამოცდილება, როდესაც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და აღმსარებლობის ადამიანები აქ მშვიდობით, ძმურად ცხოვრობდნენ ყოველთვის. ამას საფრთხე ვერც მომავალში შეექმნება. ხელისუფლება არ დაუტოვებს გასაქანს ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორებიც ვნახეთ ამ დღეებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 2 დღის წინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 15 იანვარს მხარებს შორის შეთანხმება შედგა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner