logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ გენმდივნის თანამდებობა არ უქმდება
- +

15 იანვარი. 2021. 22:20

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება.

 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი პოზიცია როგორც პიროვნული, ისე სტრუქტურული მოწყობის ფაქტორის გამო არ გაუქმდება.

 

„ეს თანამდებობა, ბუნებრივია, არ უქმდება. კახის, როგორც ჩანს, მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი, ხომ არ იტყოდა, ეს სტატუსი პარტიაში როგორ უნდა გაუქმდესო. მივაწეროთ თავმდაბლობას. კახი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ჩვენი გუნდის. ბუნებრივია, როგორც პიროვნული ფაქტორის გამო და ისედაც, სტრუქტურული მოწყობის გამო პარტიაში არ უქმდება და არ გაუქმდება ეს თანამდებობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანები არსებობს, მდინარაძე ამბობს, რომ ეს „მოგონილი ამბავია“.

 

„საბედნიეროდ, ზოგიერთი პარტიის პარტიულ ოცნებებს ვერ და არ ვახდენთ. არანაირი დაპირისპირება ჩვენთან გუნდში არ არის. ეს არის მოგონილი ამბები“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება იგეგმება, კახა კალაძემ, რომელიც ამ პოსტს იკავებს, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ არც დაადასტურა და არც უარყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner