logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ტინი კოქსის ანგარიშში არჩევნების ადმინისტრირება დადებითადაა შეფასებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია
- +

15 იანვარი. 2021. 23:36

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის ანგარიშში არჩევნების ადმინისტრირება დადებითადაა შეფასებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

 

„ანგარიშში მითითებულია ყველა ის მიგნება, რომელიც მათ, როგორც სადამკვირვებლო მისიამ, არჩევნებზე დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არჩევნების ადმინისტრირება დადებითადაა შეფასებული. არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზეც. მათ გვთხოვეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით ამ ხარვეზების აღმოფხვრაზეც გვეზრუნა. ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა დაფინანსებას და უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ იყო რომელიმე პარტიაზე. საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალე ინდა იყოს მთლიანად ეს სისტემა“, - განაცხადა კუჭავამ.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner