logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ რაღაც გაორება სჭირთ, ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ
- +

16 იანვარი. 2021. 00:32

 

„ერთი მხრივ, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ტრენდის გავლენის ქვეშ არიან, მეორე მხრივ კი ხვდებიან, რომ რაციონალურად ამ ნარატივისთვის დაქვემდებარება არაა სწორი. საბოლოო ჯამში ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

 

„თუ გგონიათ, რომ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ქებას დავუწყებ, ვინაიდან მათ ცოტათი უფრო კონსტრუქციული აზრი დააფიქსირეს, ამ იმედს ვერ გაგიმართლებთ, ვინაიდან მათი კიდევ უფრო არ მესმის. „ნაცმოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბებულია თავის აზრებში და იცის, რომ თუ რევოლუცია არ მოახდინა და ტყუილი არ დააჯერა ხალხს, მათი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია. ერთისთვის მიუღებელია 27%, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა და სხვა ამბიციები ჰქონდა. მეორე საერთოდ, პრაქტიკულად ვერ მოხვდა პარლამენტში და ახლა უმანდატო პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პარლამენტში არ შედიან. რაც შეეხება „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, მათ რაღაც გაორება სჭირთ. ერთი მხრივ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ტრენდის გავლენის ქვეშ არიან, მეორე მხრივ კი ხვდებიან, რომ რაციონალურად ამ ნარატივისთვის დაქვემდებარება არაა სწორი. საბოლოო ჯამში ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. თუ ხვდები, რომ არჩევნები არ გაყალბებული, მაგრამ გამოსაძიებელია არჩევნებზე გარკვეული ფაქტები, უნდა შეხვიდე პარლამენტში და გამოიყენო შენთვის მინიჭებული ბერკეტები. ამიტომ მე მათი დღევანდელი პოზიცია არ მესმის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner