logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: როგორც არასოდეს, ისე ვართ მობილიზებულები, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ
- +

16 იანვარი. 2021. 13:06

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის.

 

„400-მდე დელეგატია დღეს მოწვეული, ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე. კახი კალაძე თბილისის მერია, გიორგი გახარია ისევ პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება არჩეული ირაკლი კობახიძე. გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის, პირიქით, როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner