logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს
- +

16 იანვარი. 2021. 13:44

 

 

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს“,  – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა და უკვე პოლიტსაბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე.

 

„პოლიტსაბჭოს სტრუქტურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი ცნობები, რომ ოთხი კაცი იქნება სამდივნოში. მას შემდეგ, რაც საბჭო ჩამოყალიბდება, შედგება სხდომა და უკვე საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სამდივნოს შემადგენლობაზე. არ მინდა, ტრადიცია დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია თავმჯდომარისთვის, რომელიც გააკეთებს განცხადებას.

 

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. მე არა მგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებსაც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner