logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ და შესაბამისად, ვერც პოლიტსაბჭოს წევრი ვიქნები
- +

16 იანვარი. 2021. 13:59

 

 

„პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ და შესაბამისად, ვერც პოლიტსაბჭოს წევრი ვიქნები“, – ასე უპასუხა ქართული ოცნების“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ის მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

 

ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ მრჩეველია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და, შესაბამისად, ყველა კითხვა მოხსნილია.

 

„როგორ შეიძლება, ვიყო იმ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რომლის წევრიც არ ვარ. მე 2012 წლის ნოემბრიდან პარლამენტიდან გადავინაცვლე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩემ მიერ დაკავებული თანამდებობა დაკავშირებული იყო სამართალდაცვასთან და პოლიციის კანონის შესაბამისად, მე აღარ მქონდა უფლება, ვყოფილიყავი პოლიტიკური პარტიის წევრი. 2012 წლიდან აღარ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ვარ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მე ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ამ პარტიის მრჩეველი, კონსულტანტი და ამ საქმიანობისთვის ეს პარტია მე მიხდის ჯამაგირს. შესაბამისად, ეს ინტრიგა არაფერზეა დაფუძნებული და ყველა კითხვა მოხსნილია“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner