logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული
- +

16 იანვარი. 2021. 14:52

 

„ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

 

„ისინი ამ „დაპირისპირებაზე“ წლებია, საუბრობენ და მოგეხსენებათ, ამ საუბრებით სად მივიდნენ. დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს, არის განახლებული და ძალიან პროგრესული. ჩვენ გვაქვს მიზნები, ხედვა და ვიცით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ, სათანადოდ ვიმუშაოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner