logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: დღეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებისთვის, ჩემი პოზიცია არის ის, სადაც ახლა ვდგავარ
- +

16 იანვარი. 2021. 13:50

 

„დღეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა ქვეყნის ცხოვრებისთვის, რომელსაც ვფიქრობ, ეს ქვეყანა ღირსეულად ჩააბარებს“, – ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

 

ჟურნალისტებმა მაღლაფერიძეს მიმართეს კითხვით, განიხილება თუ არა პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურა.

 

„ჯერ არ ვიცი. კონსულტაცია მქონდა ირაკლი კობახიძესთან, კიდევ რამდენიმე ადამიანთან და ვნახოთ, როგორი იქნება ყრილობაზე არჩევნების შედეგები.

 

დღეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა ქვეყნის ცხოვრებისთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ეს ქვეყანა ღირსეულად ჩააბარებს. თქვენ მეკითხებით, რა არის ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია არის ის, სადაც ახლა ვდგავარ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner