logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძეს შესაშური შრომისმოყვარეობა, მაღალი ინტელექტი და აკადემიური უნარ-ჩვევები აქვს
- +

16 იანვარი. 2021. 18:45

 

„ირაკლი კობახიძე 2014 წლიდან დღემდე, ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა პარტიის მშენებლობაში და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყველა წარმატებაში“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

 

„ირაკლი კობახიძე იყო გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე და უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის უდიდესი ნაწილი სწორედ მის სახელს უკავშირდება. დღეს ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად ავირჩიეთ. მას შესაშური შრომისმოყვარეობა, მაღალი ინტელექტი და აკადემიური უნარ-ჩვევები აქვს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner