logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ადგილობრივი არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები
- +

16 იანვარი. 2021. 21:10

 

„ჩვენ ვიმუშავებთ საარჩევნო რეფორმაზე, ახალი კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იქ ყველა დააკვირდეს, როგორი შედეგებით დასრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, ეს არის ჩვენი ზოგადი პასუხი“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „გირჩის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი პლებისციტი იქნება საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს დანიშვნა დადგება თუ არა, დღის წესრიგში.

 

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ელექტორატზე, კობახიძე პასუხობს, რომ ეს არის ახალი და განსხვავებული რეალობა, რაც თითოეულ მათგანზე ზეგავლენას იქონიებს. მისივე განმარტებით, გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად მზად არის.

 

„რა თქმა უნდა, შემცირება-გაზრდის კუთხით არა, მაგრამ ბუნებრივია, ელექტორატზე ამ ყველაფერს გავლენა ექნება ისევე როგორც, თითოეულ ჩვენგანზე იქიდან გამომდინარე, რომ რეალობა არის განსხვავებული და ახალი, ეს რაც შეეხება განწყობას. რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო შანსებს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით, ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩვენები, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველანაირი რესურსი არსებობს და გუნდი იქნება აბსოლუტურად მომართული ამ შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და აღნიშნა, რომ „ეს საკითხი სავალდებულო წესით თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული“.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637755-irakli-kobaxize-chven-gavaketebt-qvelapers-rom-adgilobrivi-archevnebi-davasrulot-isetive-damajerebeli-gamarjvebit-rogoritac-dasrulda-saparlamento-archevnebi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner