logo_geo
eng_logo
„ვაშინგტონ პოსტი“: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში
- +

16 იანვარი. 2021. 21:32

 

„ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით“, - ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

 

გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან.

 

საუბარია ვლადიმერ პუტინის შარშან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება 2036 წლამდე, ასევე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე და მის განცხადებაზე, რომ აგვისტოს არჩევნებში, რომელიც საყოველთაოდ დაგმეს, როგორც გაყალბებული, მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება და პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაზე, რომელიც ახლა განიხილავს თავისი პოლიტიკური მომავალის ვარიანტებს, ხოლო ოთხშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს თავისი „მოძრაობის“ გავლენასა და წონაზე“.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181923/vashington-posti-bidzina-ivanishvilis-midgoma-romelits-dzalauplebis-gadatsemas-guliskhmobs-gamorcheulia-regionshi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner