logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი
- +

17 იანვარი. 2021. 00:55

 

ვასილ მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი, პარტიამ კი უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე.

 

„ვფიქრობ, საინტერესო ეტაპი იწყება, რადგან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და პარტიასაც დიდი პასუხისმგებლობა აწევს.

 

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევა მის წინაშე, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანაა, ეს შევძლოთ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე გახდა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181891/vasil-maglaperidze-bidzina-ivanishvilze-politikidan-tsavida-dzalian-mnishvnelovani-da-gamokvetili-lideri

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner