logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს
- +

17 იანვარი. 2021. 01:24

 

„ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სტაბილურობა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოექცეს ჯანსაღ სივრცეში.

 

„საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სტაბილურობა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოექცეს ჯანსაღ სივრცეში და ბუნებრივია, ამისთვის ყველაზე ჯანსაღი სივრცე არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება. ნახეთ, რომ გუშინ გავრცელდა ევროპის საბჭოს განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭო, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს შემოუერთდნენ საქართველოს პარლამენტს და საკმაოდ მკაცრი ფორმით არის ეს მოწოდება გაჟღერებული. ბუნებრივია, ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/181886/irakli-kobakhidze-opozitsiam-kurad-unda-igos-rogorts-sazogadoebis-dakveta-aseve-saertashoriso-partniorebis-motsodeba-da-unda-shemouertdnen-parlaments

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner