logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა
- +

17 იანვარი. 2021. 01:51

 

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშილმა განაცხადა.

 

„პოლიტსაბჭო დაკომპლექტებულია უაღრესად გამოცდილი და კვალიფიციური კადრებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ გვაქვს უამრავი გამოწვევა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და დამატებით შევქმნათ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/181887/mariam-qvrivishvili-chveni-mtavari-prioritetebi-kvlav-iqneba-pandemiastan-brdzola-da-ekonomikis-stsrapi-agdgena

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner