logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე: ყველა მხარეს ვუსმენთ, ყველა არგუმენტს ვითვალისწინებთ - ზუსტად ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან
- +

17 იანვარი. 2021. 01:59

 

„ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ: რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა ხმა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტში იმუშაონ და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, ყველაფრის გაუქმებას ითხოვენ, რა საჭიროა ან რამდენად სამართლიანია ასეთ დროს მათ მიიღონ ბიუჯეტში შეტანილი ფული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევის შემდეგ განაცხადა.

 

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ხედავთ, ზუსტად ის განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ ყველა მხარეს ვუსმენთ, ყველა არგუმენტს ვითვალისწინებთ. ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდიში გავგზავნეთ ეს პროექტი. მარტში ველით მათგან მოსაზრებასა და დასკვნებს. ამის შემდეგ მივიღებთ დაბალანსებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს - პარლამენტმა ამაზე უნდა იმსჯელოს სესიის დასაწყისში. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის წევრი დეპუტატების მისაღებია. ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისეთი სახით იყოს წარმოდგენილი, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია. ესაა ცხრა პოლიტიკური პარტია. ორი პოლიტიკური პარტია შესულია პარლამენტში, სამი საუბრობს შესვლის სურვილზე, დანარჩენები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან. ოპოზიციას აქვს მეტი ინსტრუმენტი ხელისუფლების კონტროლისთვის, პარლამენტს კი - მეტი ინსტრუმენტი ზედამხედველობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის. ესაა ის განსხვავება, რომელიც, წინა პერიოდთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიას ახასიათებს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181870/archil-talakvadze-partiebis-dapinansebaze-kvela-mkhares-vusment-kvela-arguments-vitvalistsinebt--zustad-es-gangvaskhvavebs-tsina-khelisuplebisgan

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner