logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა შეექმნა
- +

17 იანვარი. 2021. 02:24

 

„ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.

 

„მე მგონია, რომ არ არის განსაკუთრებული ორიგინალურობა იმაში, თუ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან უსერიოზულესი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, პოლიტიკური იმუნიტეტის აღდგენასა და გაძლიერებაზე, რადგან ეს სერიოზული დანაკლისი ჩვენ გაათმაგებული ძალისხმევით უნდა შევავსოთ, იმიტომ, რომ ერთია პარტიის სტრუქტურა, მისი გაძლიერება, ამომრჩეველთან ურთიერთობა, კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური კომუნიკაცია და მეორეა ქვეყნის მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, „ქართულ ოცნებას“, ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თვითონ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი იყო. მისი ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა. სწორედ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ასეთი ინსტიტუტები შეიქმნა, არის სერიოზული საფუძველი საიმისოდ, რომ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცოვადობაზე, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან პოლიტიკისა და პარტიის დატოვება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181881/mamuka-mdinaradze-bidzina-ivanishvilis-mtavari-politikuri-qvelmoqmedeba-iko-rotsa-man-gadatskvita-daemartskhebina-avtokratiuli-rejimi-da-demokratiuli-institutebis-ertoblioba-sheeqmna

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner