„გუნდის პოზიცია ყრილობაზე გამოვხატეთ. არჩეულია ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.
„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, რომ ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და პარლამენტში შემოვიყვანოთ ოპოზიცია, რომელიც ხალხის ნებას არ აღასრულებს და პარლამენტში არ შემოდის, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, რომ დათანხმდეს არსებულ წინადადებებს და ამომრჩევლის ნებას, პარლამენტში შემოვიდეს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.