logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ
- +

17 იანვარი. 2021. 02:44

 

„ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

 

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის პოზიციები საბოლოო ჯამში იმგვარად შეჯერდება, რომ ისინი დაინახავენ, ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181867/giorgi-kakhiani-imedi-maqvs-opozitsiis-pozitsiebi-shejerdeba-da-isini-saparlamento-saqmianobashi-monatsileobas-miigeben

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner