ირაკლი ზარქუა: ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება
„დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი იმ გამოწვევას, რაც ქვეყანაშია ღირსეულად გაუმკლავდება და ყველა ვიამაყებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბატონი ბიძინას გარეშე რთულია პარტიისთვის, მაგრამ შევეცდებით, გაათმაგებული მუშაობით ჩვენ ეს გამოწვევა გადავლახოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.