logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციიდან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველესად ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან
- +

17 იანვარი. 2021. 21:03

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟია. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ისინი ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდებიან.

 

ამავდროულად, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი.

 

„მეტი აქცენტი კეთდება ახლა ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს ერთი და მეორე – ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან.

 

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესები არის გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან.

 

ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ჩემი პიროვნული ანტიპატიის მიუხედავად, რასაკვირველია, დასაფასებელია ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც მიხვდება, რომ პარლამენტში შემოსვლა არის თემა, რომელიც საზოგადოების ინტერესის გარდა, კიდევ უამრავ სხვა ფაქტორს განაპირობებს, რასაკვირველია, საერთაშორისო ინტერესებსაც გაითვალისწინებს, რომ რეგიონში სტაბილურობა, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, არის ნომერი ერთი ამოცანა.

 

აქ ვიკამათოთ და თუ საჭიროა, შევთანხმდეთ, თუ საჭიროა, კიდევ გავაგრძელოთ კამათი იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია არჩევნების შედეგების გადამოწმება და რეალისტური, ობიექტური სურათის დადება. ჩვენ ამისთვის მზადა ვართ, ვინც ამაზე უარს ამბობს, ფაქტობრივად, ხაზს უსვამს, ახდენს საკუთარი პოლიტიკური მისწრაფების ლუსტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მათთვის ნომერ პირველი ამოცანაა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან არანაირი სახის მოლაპარაკებაზე არასდროს უარი არ უთქვამს.

 

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი არანაირი სახით მოლაპარაკებებზე, უბრალოდ ფასილიტატორები, ანუ ხელშემწყობები აუცილებელია, რომ იქ არ იყოს პოზიციათა ცვლილება და თავისი დამოკიდებულება საქართველოს ხვალინდელი დღის მიმართ გამოხატული იქნეს, მათ შორის საერთაშორისო წარმომადგენელთა წინაშე. მიიღებენ თუ არა, ან არ მიიღებენ ამ წინადადებას ჩვენს გუნდში, ამასთან დაკავშირებით მე ერთს, რასაკვირველია, არ შემიძლია წინასწარ განცხადების გაკეთება“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner