logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

19 იანვარი. 2021. 11:59

 

საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდასაჭერად გამართული ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

 

საგარეო უწყების ცნობით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილი კანიდატების შერჩევის პროცედურა დღეს გაიმართება. აღსანიშნავია რომ საქართველომ ამ პოსტზე მეორე ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

 

საქართველოს კანდიდატის მხარდასაჭერად მადრიდში იმყოფება საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. დავით ზალკალიანმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხევდრები ესპანეთის სამეფოს საგარეო და შს მინისტრებთან, ისევე როგორც ესპანეთის მეფესთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner