logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას - როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება, არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო
- +

19 იანვარი. 2021. 13:34

 

ოპოზიციას არეულობის, დესტრუქციისა და იმის, იმედი აქვს, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ, ეს არ და ვერ მოხდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის საშუალება არ ექნება.

 

შეგიძლიათ, იაგო ხვიჩიას კითხვა დააკოპიროთ და იმავეს ვიკითხავ – როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო. შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიციას არაფრის იმედი არ აქვს. უფრო სწორად არეულობის, დესტრუქციის და იმის, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ. უბრალოდ, ეს არ და ვერ მოხდება. ამის საშუალებას ოპოზიციას არ მივცემთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ცნობისათვის, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩამ განაცხადა, რომ ელჩებთან შეხვედრების დროს ნათლად ჩანდა, ისინი არ იყვნენ ოპოზიციის მხარეს.

 

აშშ-ის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება, შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner