logo_geo
eng_logo
საქართველოს NATO-ს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს - იენს სტოლტენბერგი
- +

19 იანვარი. 2021. 13:49

 

„საქართველოს NATO-წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ NATO-ს როლი ამ ქვეყნებისადმი სხვადახვა მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

 

„საქართველოს NATO-ში გაწევრიანება სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა NATO-ს წევრი, მხოლოდ საქართველოს და NATO-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია. რადგან სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არაა, საქართველომ რა უნდა გააკეთოს.

 

ეს საქართველოსა და მისი მოკავშირეების განსახილველი საკითხია. თქვენ ხედავთ, რა გააკეთა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. დაარღვია დამოუკიდებელი ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც მიუღებელია. იგივე მოხდა უკრაინაში, როცა უკანონოდ მოახდინეს ყირიმის ანექსია. ეს არღვევს მშვიდობიანი და სტაბილური მსოფლიოს ფუნდამენტურ პრინციპებს, NATO-ს როლი ამ ქვეყნებისადმი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაა, იქნება ეს რეფორმებით თუ ტრენინგებით. ამიტომ ორივე ქვეყანაში გვყავს წარმომადგენლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვნახოთ სხვადასხვა კონფლიქტის გამოსავალი და პატივი უნდა ვცეთ სუვერენიტეტს,"- აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner