logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას
- +

19 იანვარი. 2021. 15:20

 

 

„ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა ახალი ოპოზიციური პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ახალი ოპოზიციური პარტიებისგან საფრთხე იგრძნეს.

 

„როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა მათ რეპუტაციულ დაზიანებას და არაფერ სხვას. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ ყოველთვის ჰქონდათ ასეთი არასახელმწიფოებრივი მიდგომები და პრინციპები,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ის ასევე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გიორგი ვაშაძის ყოფილი თანაგუნდელებისგან შესაძლო დაშანტაჟების თაობაზე და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, ხმამაღლა განაცხადოს თუკი რაიმე შანტაჟს აქვს ადგილი.

 

„ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ერთ- ერთი მთავარი საკითხი, რასაც დიდ ყურადღებას და რესურსს ახმარდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო სწორედ კომპრომატების შეგროვება როგორც ოპონენტების, ასევე საკუთარი გუნდის წევრების მიმართ, ასე რომ ჩვენ მათგან არაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ კომპრომატებით არავის არაფრის მიღწევის მცირედი შანსიც კი აღარ აქვს დღევანდელ საქართველოში, ამიტომ თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი უღირსი საქციელით გარკვეული მიზნების მიღწევისთვის ნაბიჯის გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას ექნევა ძალიან მკაცრი პასუხი. თითოეული ადამიანი არის ვალდებული, რომ ხმამაღლა ილაპარაკოს თუკი მსგავსი უღირსი ქცევები იქნება ვინმეს მხრიდან დაშვებული,"- აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იაგო ხვიჩია ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს შესაძლოა, ყოფილი თანაგუნდელები აშანტაჟებდნენ და სწორედ ამიტომ აღარ სურს ვაშაძეს მათთან იდივიდუალური შეხვედრა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner