logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: შიდა საუბრებშიც აღიარებენ, რომ სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და არც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აქვთ
- +

19 იანვარი. 2021. 16:44

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ შიდა საუბრებშიც აღიარებენ, რომ სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და მათ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არ აქვთ.

 

საუბარია განცხადებაზე, სადაც ხვიჩია ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრების დროს ნათლად ჩანდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ.

 

„მოვისმინეთ და ისინი შიდა საუბრებშიც აღიარებენ, რომ სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მათ არ აქვთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და უფრო მეტიც, არ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი. ერთადერთი, რის იმედზეც არიან, რაც შევიტყვეთ, ისაა, რომ გაზაფხულზე ელოდებიან, მძიმე სოციალური ფონი იქნება ქვეყანაში და იქნებ, ეს მაინც გამოიყენონ იმისთვის, რომ თავისი ძალისმიერი მიზნები განახორციელონ. ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რადგან საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც იქნება პასუხისმგებლობის შედეგი, რომელიც აქვს თითოეულ მოქალაქეს და ხელისუფლების წევრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner