logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასების თხოვნით მიმართა
- +

19 იანვარი. 2021. 17:58

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა.

 

ამის შესახებ ვენეციის კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიისგან ორი მოსაზრება მოითხოვა შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება)“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, გასული წლის ბოლოს ინიციატივით გამოვიდა, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner