logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
- +

20 იანვარი. 2021. 10:08

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

 

 

ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

 

დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner