logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე
- +

20 იანვარი. 2021. 11:34

 

 

„2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები NATO-სა და ევროკავშირში მართლაც პოზიტიური გზავნილია საქართველოს მხრიდან და ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე მიუთითებს“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება NATO-ს  გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. ჩვენ უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი. ვიმსჯელებთ წლიურ ეროვნულ პროგრამაზე და გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა ასპექტებზე და NATO-საქართველოს თანამშრომლობა სიღრმისეულად განვიხილოთ. ახლახან განვაახლეთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ძალიან ბევრ პრაქტიკულ ელემენტს შეიცავს და სალომე ზურაბიშვილთან იმპლემენტაციის საკითხზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა აპატურაიმ.

 

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან ასევე შედგება საუბარი რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.

 

„გენერალური მდივანი და NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და მუდმივად მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და სრულად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. NATO გმობს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. ჩვენ ვიცით რა მძიმე მდგომარეობაა კონფლიქტის ზონებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ყოველდღიურად რა სირთულეების წინაშე დგანან იქ საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნა აპატურაიმ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

 

https://imedinews.ge/ge/politika/182388/jeims-apaturai-chven-moutmenlad-velodebit-saqartvelos-prezidentis-vizits-da-saubars-natosaqartvelos-urtiertobebze

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner