logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ოპოზიცია დემონსტრირებას ცდილობს, თითქოს ერთიანები არიან, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი
- +

20 იანვარი. 2021. 13:47

 

 

„ფანჩატურში თუ სხვაგან, ოპოზიციას თავი რაც არ უნდა ეჩვენებინა, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან. ისინი კონკრეტული მიზნით შეკრებილნი იყვნენ. მათ შორის არსებული უთანხმოება უკვე კარგად ჩანს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები დაამცირონ და ამ ქვეყნებს პირდაპირ უტევენ.

 

„ბევრი საკითხია, რაზეც მათ უთანხმოება აქვთ. ეს მათგან გასაკვირი არ არის. მგონია, რომ მათ შორის ბევრ საინტერესო სცენას ვნახავთ. დიდი ხანია, ოპოზიცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ თითქოს, ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი. მათ მიმართ საინტერესო გზავნილები გვესმის, რომ მანდატები მიიღონ, პარლამენტში შემოვიდნენ, მუშაობა დაიწყონ და ოპონირება ქუჩის ნაცვლად, პარლამენტში წარმართონ. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი-არა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ისინი ერთიანი არასდროს ყოფილან“, – განაცხადა კუჭავამ.

 

 

https://1tv.ge/news/kakha-kuchava-opozicia-demonstrirebas-cdilobs-titqos-ertianebi-arian-tumca-bolo-tveebis-ganmavlobashi-kargad-chans-rom-es-ertianoba-aris-mochvenebiti/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner