logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება
- +

20 იანვარი. 2021. 13:48

 

 

„შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

 

დეპუტატის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა, თუ ქვეყნის მიერ ვალდებულებები შესრულებული იქნება“.

 

„განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ თავი გამოიჩინა NATO-სთან თანამშრომლობის მიმართულებით და ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარტნიორებად ვითვლებით. შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება. ამ პროცესზე ამერიკის ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ გვაქვს. იმედი მაქვს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პოზიციებს კიდევ უფრო დავაახლოვებთ პოზიციებს და NATO-ში საბოლოო წევრობას შევძლებთ“, – განაცხადა კუჭავამ.

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა შეკითხვას - კვლავ ემხრობა თუ არა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, უპასუხა, რომ „საქართველოს მსგავს ქვეყანას თუ შეუძლია, დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის მოთხოვნები და შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, დიახ, კარი ღიაა“.

 

 

https://1tv.ge/news/kakha-kuchava-saqartvelo-dzalian-akhlos-aris-im-istoriul-nabijtan-rasac-hqvia-qveynis-nato-shi-gawevrianeba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner