logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შექმნას
- +

21 იანვარი. 2021. 02:57

 

 

„ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

 

„ოპოზიცია განხეთქილებასა და დაპირისპირებას არ მალავს. ახლა უნდათ, ისე წარმოაჩინონ, რომ ალეკო ელისაშვილი არაფერს წარმოადგენს და თვითონ ერთ მუშტად არიან შეკრული. მე ვიტყოდი, რომ სხვაც ბევრი ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა. ამასთან, თუკი გაერთიანება კიდევ არსებობს, ის არსებობს იმ პლატფორმაზე, რომელსაც დესტრუქცია ჰქვია და რომელსაც შეუძლია, სერიოზული ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ოპოზიციაში ეკლექტიკა არსებობდა და დღესაც არსებობს. ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ამ გაერთიანებას მიეცეს მართვის სადავეები ან რაღაც ნაწილი მაინც ჩაიგდოს ხელში. ეს არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე დესტრუქციამ მიიღოს განვითარება და საბოლოო ჯამში, კრიზისული სიტუაცია შეიქმნას.

 

ვფიქრობ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, თუმცა მათ შორისაც გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ თუნდაც ამომრჩევლის მიმართ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც დღეს ერთიანობასა და ოპოზციის უძლეველობაზე საუბრობს

 

ანტიპატიის მიუხედავად, ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილს გათავისებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოებამ გადასცა მანდატის სახით. თუკი ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ სხვა გზა აირჩიოს, ეს არ არის რევერანსი ვინმეს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გააჩნდეს პოლიტიკურ სუბიექტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი სიმპათია მის ან მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არ გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner