logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია
- +

21 იანვარი. 2021. 13:40

 

„გიგა ბოკერიას განცხადება იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის - მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია და ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ“, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

 

წილოსანის თქმით, „ევროპული საქართველოს“ სასოწარკვეთილებას კარგად დაასრულებს ის ფაქტი, თუ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

 

„რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ნამდვილად ვემხრობით და ვაღიარებთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, დესტრუქციის გამოწვევას და შედეგის ძალადობრივი გზით მიღწევას ისახავს მიზნად - იმ შედეგის, რასაც არჩევნებით ვერ აღწევენ. არჩევნების და ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალადობრივ სცენარებს არც ოპოზიციის ამომრჩეველი ეთანხმება“, - განუცხადა ჟურნალისტებს წილოსანმა.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. აღნიშნულის შესახებ მან გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner