logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: გვსურს, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მოაქვს, შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს
- +

21 იანვარი. 2021. 13:59

 

„ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა, საუკეთესო ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მიმართული სამთავრობო გუნდის ძალისხმევა და დარწმუნებულია, რომ ხელშესახები შედეგები იქნება.

 

„ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იქნება იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური განაცხადისთვის, რომელიც დაკავშირებულია 2024 წელთან, რომელიც გულისხმობს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამას ყველა უწყების დაუღალავი შრომა სჭირდება იმ მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციასთან ევროკავშირში და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლამდე საქართველოს მთავრობის ქმედება იყოს ისეთი ეფექტიანი, რომ ამ ამბიციური მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს. ამასთან, ქვეყნის წინაშე უაღრესად სერიოზული გამოწვევები დგას, რაც უკავშირდება ოკუპაციას. დეოკუპაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ესეც იქნება ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი განზომილება, სადაც მეტი აქტივობაა საჭირო და კიდევ უფრო მეტი მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

 

ჩვენი მხრიდან ძალიან აქტიური მუშაობა იქნება იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი გზავნილები საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მოაქვს, შეთავაზებული იყოს ჩვენი დებისთვის და ძმებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს“,-განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner