logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დადგა ის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ - რუსეთმა ამიერიდან რაც უნდა, ის ილაპარაკოს
- +

21 იანვარი. 2021. 17:39

 

„დღეს დადგა ის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ - რუსეთმა ამიერიდან, რაც უნდა ის ილაპარაკოს“, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„რუსეთს შეუძლია გააგრძელოს საუბარი იმაზე, რომ ის თითქოს ოკუპანტი არ არის, შეუძლია ისაუბროს, რომ თითქოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არაფერ შუაშია, ეს უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ცარიელი ლაპარაკია.

 

ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ხელში სამართლებრივი დოკუმენტი არ გვქონდა, ჩვენ დღემდე გვქონდა მხოლოდ ძალიან დიდი შრომის ფასად მოპოვებული არაღიარების პოლიტიკის პოლიტიკური რეზოლუციები, მაგრამ არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ სიმართლეს, რომ საქართველო აგვისტოს ომის საქმეში და ოკუპაციის თემაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის მართალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner