NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლებს.
სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება NATO-საქართველოს კომისიის სხდომას.
ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად NATO-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ.
ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი NATO-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის.