logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება
- +

23 იანვარი. 2021. 12:24

 

„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება“, - ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ორშაბათს ოფიციალურად წარუდგენს სენატს იმპიჩმენტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.

 

ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის ბრალდებაზე პასუხს 2 თებერვალს შეიტანენ, მხარეების მოსმენა კი 8 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner