logo_geo
eng_logo
New Europe: საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურისა და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა
- +

23 იანვარი. 2021. 13:14

 

 

საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა“, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს.

 

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fრასერ Iნსტიტუტე-ის „თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მე-8 ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ. ეს გახლავთ შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, და ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - როგორც სიტყვით, ისე საქმით“, - ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner