logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში
- +

23 იანვარი. 2021. 15:00

 

 

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს არჩევნები რომ სრულად პროპორციული არჩევნები 5 %-იანი ბარიერით ჩატარებულიყო, პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდოდა, უმრავლესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ კი ოთხით მეტი მანდატი ექნებოდა, ვიდრე დღეს აქვს.

 

„დღეს მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მძიმედ გვაკრიტიკებდნენ და აღიარონ, რომ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი სწორად გვქონდა დაგეგმილი და სწორი იყო ჩვენი არგუმენტები. თუ რატომ სჯობდა 2024 წელი და რატომ სჯობდა 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, მეტი პროპორციულობით. ეს უკვე დაამტკიცა დრომ და პოლიტიკურმა პროცესმა, თუმცა ჩვენ ამას არავის ვამადლით. როდესაც ვსაუბრობთ ახალ ოპოზიციაზე, ეს უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვდებარება - პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გასვრილი  იმ საქმეში, რასაც ჰქვია ძალადობა, კორუფცია, პოლიტიკური შანტაჟი, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და პასუხისმგებლობა დარღვევებზე, რაც რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოჰყვება მემკვიდრეობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner