logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა
- +

23 იანვარი. 2021. 15:40

 

 

„რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, თუმცა რასაც ისინი ერთმანეთს ჰკადრებენ - ახლა ელისაშვილს აბრალებენ რაღაცას, მანამდე ვაშაძეზე ჰქონდათ აქცენტი, „გირჩსაც“ აბრალებდნენ მოსყიდვას - მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა. არავის უკადრებია თავისი თავისთვის და ოპონენტისთვის რაღაც არალეგიტიმური შეთავაზებები. ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმაზე, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner