„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც NATO-ს საკონტაქტო საელჩო საქართველოში, პოლონეთის დიპლომატიური მისია, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩარჩოში, რათა საქართველო დაუახლოვდეს NATO-ში გაწევრიანებას“, – ნათქვამია განცხადებაში.