logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან პასუხი გასცენ კითხვას, მიყვებიან თუ არა რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში
- +

23 იანვარი. 2021. 16:25

 

„ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიყვებიან თუ არა რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“, -ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადიკალურ ძალებს“ - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყნის ცხოვრებაში "სერიოზული არეულობა შემოიტანოს".

 

„დარწმუნებული ვარ, მათი რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც ძალიან მოძველდა. თუ ოდნავ ობიექტურად გააკეთებ ანალიზს, მათი ქმედებებისას და სინთეზში მათი განცხადებებისას, ბუნებრივია ყველა დავრწმუნდებით, რომ მათი მიზანი, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. ჩვენ, საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარის დაანონსებას დაიწყებდნენ. მათთვის სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათ რესურსი არ აქვთ რომ სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და დღის წესრიგში. ორი პარტიაა ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო. მე ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“,-აცხადებს მდინარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner