ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჩავლეიშვილს არ აქვს უფლება გამოჩნდეს აქციაზე, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვილმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.
აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.